ანა წითლიძის ბრალდებები – გამოხმაურება

12:27, 07.09.2026

ოპოზიციაში გრძელდება ურთიერთბრალდებები. ამჯერად ნიკა გვარამიას ანა წითლიძე უპირისპირდება. წითლიძემ ერთ-ერთ პოდკასტში ღიად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მარცხის მიზეზებზე და მთავარ დამნაშავედ სწორედ პარტია „ახლების“ ლიდერი, ნიკა გვარამია დაასახელა, რომელმაც ანა წითლიძის თქმით, საკუთარი ამბიციების გამო, ოპოზიციური ერთობა ჩაშალა და ის არჩევნებზე არა მმართველი გუნდის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმეში პრინციპულობისკენ მოუწოდებს პოლიტიკური პარტია „გირჩი“. განცხადებებს მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

მსგავსი