ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანის საჭიროებები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობოთა კოალიციასთან სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანის საჭიროებები განიხილა. ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის – „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოსაზრებით დაინტერესდა.

კოალიციის წევრებისაგან სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა. ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე კრიზისის მოგვარებას სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

დატოვე კომენტარი