ანა ნაცვლიშვილის სარჩელი

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ქუთაისში, საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უწყებამ ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, რომელმაც „ქართულ ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, გუშინ, გვიან ღამით ქუთაისის სამმართველოში გამოიკითხა. იზა ჩირგაძე მასზე განცხორციელებულ ზეწოლას უარყოფს.

დატოვე კომენტარი