ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე

თემქაზე 20 თებერვალს მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებული პირი რვა თვის შემდეგ აღიარებით ჩვენებას ცვლის.

ლადო გრიგალაშვილი 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ თვეების წინ გამოძიებას ჩვენება პოლიციის ზეწოლის გამო მისცა. სასამართლო დარბაზში გაკეთებული განცხადებების არც პროკურატურას და არც სასტიკად მოკლული გოგონას ოჯახს არ სჯერა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულსა და ანა ნაცვლიშვილს მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. გრიგალაშვილი გოგონას ცხედრის აღმოჩენიდან მეორე დღეს დააკავეს.