საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მეცნიერთა აკადემიის, მწერალთა კავშირის წევრები და ანა კალანდაძის ოჯახის ახლობლები დაესწრნენ. ანა კალანდაძე მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი პოეტია, რომლის შემოქმედებაც ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვადასხვა ენებზე.