ანა დოლიძის საკანონმდებლო ინიციატივა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარტია „ხალხისთვის“ლიდერმა  პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. გასულ კვირას, ანა დოლიძემ პარლამენტს კახა კუჭავასთან შეხვედრის მოთხოვნის წერილით მიმართა.

დოლიძის თქმით, ახლად შექმნილი ექვსი პარტია, კახა კუჭავას უკვე შეხვდა და ახლა მათ კონკრეტული წინადადებები უნდა წარადგინონ. რაც შეეხება კანონპროექტს, როგორც დოლიძე აცხადებს, ახლად შექმნილი პარტიები დისკრიმინაციულ პოზიციაში იმყოფებიან, რის მაგალითად მოჰყავს 25 000 ხელმოწერის შეგროვება.

მოამბე