ანა დოლიძის განცხადება

12:33, 03.12.2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე  წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმ პირების სია გააკრა, რომლებიც უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან. ანა დოლიძის განცხადებით, მას სურდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდების მიზეზები პარლამენტარებისთვის პირადად წარედგინა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. პარლამენტში შესვლა ვერ შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მსგავსი