ანა დოლიძის განცხადება

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისთვის სამართლიანი სასამართლოს შექმნის მოდელს სთავაზობს.

მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის საქმისთვის უნდა შეიქმნას პალატა, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ. მისივე თქმით, აღნიშნული პალატის შექმნის უფლებამოსილება კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. დოლიძის თქმით, სწორედ ეს მოდელი იქნება კონკრეტული გამოსავალი, თუ როგორ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, როგორც ბრალდებული.