ანა დოლიძის განცხადება

ივერთუბნის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივებმა ანა დოლიძესთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მერიას მიმართავენ, რომ დასახელონ კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება სამუშაოები. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკითხი უკვე წლებია, მოუგვარებელია. ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ საკითხის გადასაჭრელად, 16 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.