ანა დოლიძის განცხადება

ანა დოლიძე ხელისუფლებას დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მიმართავს.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბულობის გრძელვადიანად გადაჭრის გზა, სწორედ მისი საერთაშორისო მასშტაბის ძეგლად გამოცხადებაა. მისივე განმარტებით, დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს.