ანა დოლიძის გადაწყვეტილება

ანა დოლიძე და მისი პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არც ბოიკოტს უერთდება. ამის შესახებ განცხადება დოლიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს მსხვერპლშეწირვას უწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია.