ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია დააარსა

ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ანა დოლიძე აირჩიეს. დამტკიცდა პარტია „ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისია.

პარტიის მთავარი მიზანი ისეთი სახელმწიფოს მშენებლობაა, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობაა, სადაც თითოეული ადამიანი ფიქრობს არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.