ანა დოლიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას წერილით მიმართავს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე. მისი განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბერკეტები სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს ამ საკითხში. ანა დოლიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორს მიმართავს, მოინახულოს მზია ამაღლობელი.