ანა დოლიძე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

პატივისცემის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის უჩივის. დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა. დოლიძე ფაქტს აბსურდულს უწოდებს. მან დღეს სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართა.