ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი პარლამენტს მიმართავს, ერთი წლით გადავადდეს თხევად აირზე  დაწესებული აქციზი, რომელიც ძალაში დღეს შედის. როგორც ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს  დააზარალებს და აირის გაძვირება ცუდ შედეგებს გამოიწვევს. როგორც საქართველოს  თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, დაწესებული აქციზის ფარგლებში, თხევადი აირი 10-15 თეთრით გაძვირდება. მოძრაობა „ხალხისთვის“ პარლამენტს  ურჩევს,  მხოლოდ ექსპერტების ჩართულობით განიხილონ ეს ცვლილება.