ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ტოვებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილი ჩნდება.

ანა დოლიძე საბჭოდან წავიდა. უკვე ყოფილი არამოსამართლე წევრი ბოლო დღეებში მისი მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიად აცხადებს და ამ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ასახელებს. წლების განმავლობაში თანამოაზრეებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ჯანეზაშვილი, ისევე როგორც საბჭოს წევრთა უმრავლესობა, ანა დოლიძეს კანონდარღვევაში და სასამართლოს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ  დოლიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდა. იგულისხმება მოძრაობა „ხალხისთვის“, რომელმაც რამდენიმე პოლიტიკოსთან მემორანდუმი გააფორმა.