ამნისტიის შესახებ კანონპროექტი

ოპოზიციისგან განსხვავებით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დოკუმენტში მხოლოდ ის მუხლები უნდა ჩაიწეროს, რომელიც წითელი ხაზია და ამნისტია არ შეეხება. კიდევ ერთი შეუთანხმებელი ნაწილი, რომელსაც ოპონენტები ითხოვენ, დაზარალებული მხარის თანხმობაა. თუმცა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ ინიცირებული პროექტი შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს პასუხობს და იმედოვნებენ, რომ ოპონენტებთან მსჯელობის შემდეგ, ერთიან კანონპროექტს დაამტკიცებენ.

მმართველი პარტიის კანონპროექტი ბიუროზე მომდევნო კვირაში დარეგისტრირდება, რის შემდეგაც განხილვები საკომიტეტო ფარგლებში გაგრძელდება.