„ამნისტიის შესახებ“ კანონის დამტკიცება

ხვალ, 11 იანვარს საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა გაიმართება. ცნობილია, რომ კანონი 80-მდე მუხლს, 1500 პატიმარს და 6 ათასამდე პრობაციონერის შეეხება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პროექტის მისამართით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია, თუმცა, პატიმართა ახლობლები და უფლებადამცველები კანონპროექტის ამ სახით მიღებას მაინც ეწინააღმდეგებიან. მათ მუხლების დამატება მოითხოვეს და ამ მოთხოვნით დღეს აქციებიც გამართეს.