ამნისტიის ორი კანონპროექტი 

მმართველ გუნდს და ოპოზიციას კიდევ ერთ საკითხზე აქვთ პოზიციები დასაახლოებელი.

მომავალი კვირიდან ამნისტიის აქტის ორი სხვადასხვა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება. კონვენციით დაცულ მძიმე მუხლებზე ამნისტიის არ გავრცელებაზე ორივე მხარე თანხმდება, თუმცა „ქართული ოცნების“ და შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ ვერსიებს შორის მაინც არის რამდენიმე სხვაობა. მხარეები სხვადასხვანაირად კითხულობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთანხმების პირველივე პუნქტის ჩანაწერს, რომლის მიხედვით ამნისტიის აქტი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევას და დაკავებას უნდა შეეხოს.

მანანა დევაძე დაინტერსდა, არსებობს თუ არა პოზიციების შეჯერების და კენჭისყრაზე ერთი პროექტის გატანის შანსი.