ამნისტიის კანონპროექტი

20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის პოზიცია უცვლელია. ცალკეული პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამნისტია ყველა დამნაშავეზე, მათ შორის რამდენიმე სამართალდამცავზე არ უნდა გავრცელდეს.

მმართველ გუნდში კი ამ განცხადებებს სპეკულაციად აფასებენ. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, მუშაობა გაგრძელდება და მათი პოზიციები შეჯერდება. კანონპროექტი, რომლიც 19-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს, პარლამენტს ამ კვირაში წარედგინება. აღნიშნული შარლ მიშელის დოკუმენტით არის გაწერილი.