„ამნისტიის კანონი“ დაპირისპირების მიზეზი ხდება 

პოლიტიკური კრიზისის დასრულებიდან და შეთანხმების გაფორმებიდან მესამე დღეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირველივე პუნქტი უთანხმოების საგანი ხდება.

ამნისტიის აქტის შესახებ ჩანაწერს ყველაზე მწვავედ ის პოლიტიკური ძალა აპროტესტებს, რომელსაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია მექანიზმები, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად შესთავაზა. მელია და მისი გუნდი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შეთავაზებასაც უარით პასუხობს და არც ამნისტიის აქტით სურს ციხიდან გამოსვლა, რის გამოც დოკუმენტის ხელმომწერთა უმრავლესობისთვის შეთანხმების მიღმა დარჩენილი პარტიის პოზიცია გაუგებარია. 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის აქტი ყველა ბრალდებულის, მათ შორის აქციის მონაწილეების და პოლიციელების ამნისტირებას გულისხმობს, რის გამოც ამ ჩანაწერის მიმართ პრეტენზიები ჩნდება აქციის დროს დაზარალებულთა უფლებადამცველ ორგანიზაციაშიც. საია-ს გარდა ამნისტიის აქტის სამართალდამცავებზე გავრცელებას ეწინააღმდეგება „ლელოც“.

ამნისტიის აქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდან სპეკულაციების შეწყვეტა ითხოვეს.