„ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადება

„თბილისი პრაიდის” ჩატარებასთან დაკავშირებით, „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ განცხადება გაავრცელა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოება. ასევე, ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ხელისუფლებამ მარშის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები. ასევე, დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასარიდებლად.