ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა. მსახიობმა სასცენო მოღვაწეობა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში დაიწყო. პარალელურად, იღებდნენ ქართულ კინოში, სადაც არაერთი საინტერესო სახე შექმნა, მათ შორის მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ჭოლა, ფილმიდან „პირველი მერცხალი“ და ხირხალა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.

2012 წელს მსახიობს ოზურგეთის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს; 2018 წელს კი, ამირან ქადეიშვილს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

დატოვე კომენტარი