ამირან გამყრელიძის შეფასება 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დაწყებულა. „მოამბესთან“ამის შესახებ განცხადებას ამირან გამყრელიძე აკეთებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. მისი განცხადებით, შემთხვევების ზრდა მიმდინარეობს დაბალი ტემპით, თუმცა მომდევნო სამი-ოთხი კვირა არის საკმაოდ რთული პერიოდი. მისივე განცხადებით ასევე რთულია პროგნოზის გაკეთება, დაიკლებს თუ არა „კოვიდ-19“-ის გავრცელება ამ პერიოდის შემდეგ.