ამინდის პროგნოზი საქართველოში
კახეთში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმას ისევ ელოდებიან. რეგიონში მცირე ნალექი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 27-32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა 29-34 გრადუსია. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე აიწევს.