როგორც ადგილობრივები ყვებიან გურიაში მსგავსი დიდთოვლობა 20 წელია არ ყოფილა.
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე ერთი კვირაა გადაუღებლად თოვს. უპრეცედენტო სტიქიის ფონზე მთავარი კითხვაა, რა პროცესები შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. მოსალოდნელ საყურადღებო შედეგებზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ. საფრთხის შემცველ ტერიტორიებად კი ის რეგიონები სახელდება, სადაც ტემპერატურა მაღალმთიან ზონებთან შედარებით ბევრად სწრაფად მოიმატებს. გარემოს დამცველები პასუხისმგებელ უწყებებს სწორედ მომეტებული რისკის შემცველ ადგილებში, შესაბამისი ზომების მიღებისკენ და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ. არ არის გამორიცხული გარკვეული დასახლებებიდან ადგილობრივების გაყვანაც გახდეს საჭირო.