ამინდის პროგნოზი

15:11, 19.01.2026

დედაქალაქში ძლიერი თოვა დილამდე გაგრძელდება – ხვალ კი ნალექი შეწყდება. ასეთია სინოპტიკოსების პროგნოზი. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა. თოვლია მოსალოდნელი მთელი საქართველოს მასშტაბით. დასავლეთში სანაპირო რაიონებში იქნება ქარი. მომდევნო დღეებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მსგავსი