ამინდის პროგნოზი

3 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, პირველი იანვრის დღის მეორე  ნახევრიდან კი – 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან, საქართველოში ნალექების ინტენსივობა შემცირდება.