ამინდის პროგნოზი

12:27, 29.12.2025
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დღეს და ხვალ სანაპირო რაიონებში ნალექის გაძლიერებას პროგნოზირებენ. გაძლიერდება ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 4-დან 6 ბალამდე შტორმი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ძლიერ თოვას, ნისლს, ქარბუქს, გზებზე ლიპყინულსა და ზვავსაშიშროებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

მსგავსი