ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 30-31 აგვისტოს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში, მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.