ქვეყნის მასშტაბით უამინდობა ხვალაც შენარჩუნდება – სინოპტიკოსები ორი მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდსა და ტემპერატურის მატებას ელოდებიან. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ ნალექია მოსალოდნელი. უამინდობაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს ნალექების ინტენსივობა მთელ საქართველოში შემცირდება.