ამინდი საქართველოში
უახლოესი დღეების განმავლობაში სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას არ ვარაუდობენ. დღეს თბილისში თოვლის შეწყვეტა, დღის ბოლოს კი – ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება ნალექი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება. დღის ბოლოს ქვეყნის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მთელი საქართველოს მასშტაბით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები მცირე ნალექის შენარჩუნებას ვარაუდობენ.