ამინდი საქართველოში

12:13, 17.08.2026

დღეს და ხვალ საქართველოში წვიმიანი და გრილი ამინდები შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, 18-19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმაც მოვიდეს. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღრუბლიანობა იქნება და შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს. 20-21 აგვისტოდან ტემპერატურა მთელ საქართველოში მოიმატებს, თუმცა, ხანმოკლე წვიმა მაინც მოსალოდნელია.

სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და 20 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი. ამ დღეებში ქარია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც. სააგენტოში ამბობენ, რომ აგვისტოსთვის საქართველოსთვის დამახასიათებელი ტემპერატურა, რაც წინა წლებში ხშირად 37-დან 40 გრადუსამდე აღწევდა, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.

მსგავსი