ამინდი საქართველოში
ძლიერი ქარი თბილისსა და რეგიონებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. დღეიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.