ამინდი საქართველოში
დედაქალაქში ყინვაა მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი იქნება. ნალექს პროგნოზირებენ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, უმეტესად თოვლის სახით. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იქნება ძლიერი ქარი. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2 +3 გრადუსი. ხვალიდან კი მთელ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება.