ამინდი საქართველოში
დედაქალაქში ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი დღეს და ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად ღრუბლიანი იქნება. დღის ბოლომდე მოსალოდნელია ნალექის შესუსტება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ერთი კვირის განმავლობაში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 16-17 იანვარს დასავლეთ საქართველოში წვიმის სახით ნალექია მოსალოდნელი.