3 იანვრამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ასეთია სინოპტიკოსების პროგნოზი. თბილისში დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლ-ჭყაპი. პირველი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან, 2 იანვრის დილამდე კი თოვლია მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით კი -2 გრადუსი იქნება.