ამინდი საქართველოში

28 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს – ინფორმაციას ამინდის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსები 27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობის შემცირებას ელოდებიან. მათი ვარაუდით, მცირედი თოვლი შენარჩუნდება ზოგიერთ რეგიონში. დღის საათებში მოიმატებს ტემპერატურა, თუმცა, ღამით კვლავ ძლიერი ყინვა იქნება. 27 თებერვლამდე კი დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ძლიერი ქარი შენარჩუნდება.