ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფი - პრეზენტაცია თბილისში
ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფი. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას.
ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენებისა და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია „აიგრუპსა“ და უმსხვილეს ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.