ამერიკული ტარიფების გავლენა ქართულ ავტობაზარზე

აშშ-ის ახალი სატარიფო პოლიტიკა უკვე აისახა ფასებზე.

ამერიკულ ბაზარზე ავტომობილები გაძვირდა. მიზეზი მანქანების იმპორტზე 25%-იანი გადასახადის დაწესებაა. ახლა მთავარი კითხვაა, ექნება თუ არა გადაწყვეტილებას ეფექტი აშშ-დან საქართველოში ჩამოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე. აშშ ჩვენი ქვეყნისთვის მანქანების მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. იმპორტირებული ავტომობილების უმეტესობა ქართულ ბაზარზე სწორედ ამერიკიდან ჩამოდის. 2 აპრილს ამოქმედებული ახალი ტარიფის გავლენას ელოდებიან ქართველი ავტოიმპორტიორებიც. აუქციონებზე ფასებმა უკვე აიწია – მათ შორის მეორად მანქანებზეც. დილერები მომავალში ავტომობილების კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავენ.