ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში 

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია საქართველოზე დასკვნას აქვეყნებს.

„ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“ აქცენტს იმ თემებზე აკეთებს, რომლებზეც ცალკეული კონგრესმენების ბოლოდროინდელ კრიტიკულ წერილებშია საუბარი. თუმცა, ამ შემთხვევაში შინაარსი და გზავნილები გასხვავებულია. დემოკრატიის ხარისხის კუთხით ორგანიზაცია საქართველოს რეგიონში სამაგალითოდ მიიჩნევს. დადებით კონტექტსშია შეფასებული ეკონომიკური დონის მაჩვენებლებიც. კვლევის ავტორები ეხებიან პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ნოემბერში მიმდინარე აქციებს, თუმცა არსადაა ნახსენები ძალის არაპრორციული გამოყენება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მნიშვნელოვანი გზავნილებია ანაკლიის პროექტზეც, თუმცა, ზოგიერთი კონგრესმენისგან გასხვავებით, „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“ პორტის პროექტის შეჩერების მიღმა პოლიტიზირების ნიშნებს ვერ ხედავს.