ამერიკული კულტურის ცენტრი საქართველოში

საქართველოში ამერიკული კულტურის ცენტრი დაფუძნდა. პრეზენტაციას კელი დეგნანიც დაესწრო. მისი მიზანი, საქართველოსა და ამერიკას შორის როგორც კულტურული, ისე საგანმანათლებლო კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაა. ცენტრი საზოგადოებას ინფორმაციას ძირითადად ამერიკული კულტურის, ღირებულებებისა და იმ პროგრამების შესახებ მიაწვდის, რომელსაც ამერიკა საქართველოში ახორციელებს.