ამერიკული გემი ბათუმში

ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი „იუესეს პორტერი“ შევიდა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საელჩოს ცნობით, ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.