ამერიკული FARA-ს ქართული ვერსია 

რეზონანსული კანონპროექტის ამოქმედებამდე რამდენიმე დღე რჩება – ამერიკული „ფარას“ ქართული ანალოგი ძალაში თვის ბოლოდან უნდა შევიდეს. მანამდე კი კანონის პრაქტიკაში განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. კანონის აღსრულების მექანიზმები უკვე  გააცნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მიუხედავად არაერთი განმარტებისა, რომ კანონი გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება – ოპოზიცია რეგისტრაციის აქტს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და მას სამოქალაქო სექტორის შეზღუდვის  და პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ინსტრუმენტად აცხადებს. რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. „ქართული ოცნებისთვის“ სწორედ ამერიკული „ფარას“ ქართული ანალოგია ის პრევენციული მექანიზმი, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების უხეშ ჩარევას აღკვეთს და მაქსიმალურ ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.