ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ის აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.