ამერიკისა და ბრიტანეთის სანქციებს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში

ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთის მიყოლებით კოორდინირებულად კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ, რაც მისასალმებელია. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განმარტავენ, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანქცირებულ მაღალჩინოსანთა სია გაიზრდება. მმართველ გუნდში კი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანაა.