აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთს უკრაინაში „განზრახ სისასტიკეში“ ადანაშაულებს. ლოიდ ოსტინის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ ბომბავს. გაერო-ს მიერ დანიშნული საგამოძიებო ჯგუფი იკვლევს, არის თუ არა რუსეთის თავდასხმები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულები.
მოამბე