პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის განცხადებაზე

ლოიდ ოსტინის ახალი გზავნილებით პასუხობს მმართველი გუნდი პრეზიდენტს.

„ქართული ოცნების“ მისამართით სალომე ზურაბიშვილის მორიგ მწვავე კრიტიკას ადრესატი არ იღებს. საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა განცხადებას, სადაც სახელმწიფოს მეთაური მმართველი პარტიის ლიდერთა ბოლო დღეების კომენტარებს რუსეთის პროპაგანდასთან აიგივებს. სავარაუდოდ, იგულისხმება ირაკლი კობახიძის განცხადებები, სადაც მან უკრაინის წინააღმდეგ ომის ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობაზე და ომში ჩართვის მიზნით საქართველოზე გაძლიერებულ ზეწოლაზე მიუთითა. ქვეყნის საგარეო პოზიციონირების გამო გარკვეული ეჭვები და შენიშვნები პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინაც გამოთქვა, თუმცა ამჯერად მისი შეფასება საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა. ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილისგან დამატებით განმარტებებს ელის და მის კრიტიკაში რადიკალური ოპოზიციის ნარატივის გამეორებას ხედავს.

მმართველი გუნდისგან გასხვავებით, პრეზიდენტს ბოლო გამოსვლა მოუწონა ოპოზიციამ.