ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

10:06, 09.04.2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის აეროდრომზე საჰაერო იერიში ისრაელის ავიაციამ მიიტანა. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის კუთვნილმა F-15-ის ტიპის ორმა თვითმფრინავმა აეროდრომ „ტიფორზე“ დარტყმა ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა; აშშ-ის ახალ სანქციებს ან რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯს მოსკოვი მკაცრად უპასუხებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციებს 38 რუს ბიზნესმენსა და მთავრობის მაღალჩინოსანს დაუწესებს.

მსგავსი