ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს
- ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძველებურად მოითხოვს. „ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ პრინციპებს არ უღალატებს და კრემლის მიერ ძალის გამოყენებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაკავებული ტერიტორიის სუვერენიტეტს არასოდეს აღიარებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავი დაიწვა.
- ბელორუსმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით სარგებლობა 30 დღით გაუხანგრძლივა.